ინტელის სასწავლო ტრენინგ-კურსის მიზანია საჯარო სკოლების მესამე კლასის პედაგოგებს ხელი შეუწყოს სასწავლო პროექტების დაგეგმვაში, წარმართვასა და შეფასებაში.
9 ტრენინგდღის განმავლობაში განვიხილავთ 8 მოდულს, რაც საშუალებას მოგვცემს ნაბიჯ- ნაბიჯ და დეტალურად დავგეგმოთ  ყოველი ეტაპი.
1მოდული:
*      გავეცნობით პორტფოლიოს კომპონენტებს -  რომელ საქაღალდეში რა მასალა უნდა განვათავსოთ;
*      ვისაუბრებთ პროექტსა და გაკვეთილს შორის მსგავსება -  განსხვავებებზე;
*      განვიხილავთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევებსა და მათ მნიშვნელობას თანამედროვე რეალურ ცხოვრებაში თავის დასამკვიდრებლად;
*      მოვიფიქრებთ საპროექტო იდეებს;
*      მოვამზადებთ საინფორმაციო ბროშურას ჩვენი პროექტისათვის.
2 მოდული:
*       ავირჩევთ სტანდარტებს  სასწავლო გეგმიდან, ჩამოვაყალიბებთ შესაბამის მიზნებს და მიმართულების მიმცემ საკვანძო შეითხვებს;
*      დავგეგმავთ თუ როგორ შევაფასებთ პროექტის თითოეულ ეტაპსა და აქტივობას;
*      შევქმნით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას.
3 მოდული:
*      ეთმობა ინტერნეტის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების საკითხებს.
*      ინტერნეტის გამოყენების დანერგვა კვლევის, თანამშრომლობისა და 21 საუკუნის უნარების განსავითარებლად.
4მოდული:
*      მასწავლებელი მოსწავლის როლში ქმნის პრეზენტაციას, პუბლიკაციას  ან ბლოგს, რაც მას დაეხმარება შექმნას ჩეკლისტი მოსწავლეთა ნამუშევრების თვით/შეფასებისათვის.
5 მოდული:
*      ვიმსჯელებთ, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში და შევქმნით მოსწავლეებისათვის შესაბამის შეფასების ფორმებს.
6 მოდული:
*      განვიხილავთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს.
*      შევქმნით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობ შეფასების ფორმებს და დამატებით დამხმარე მასალებს.
7 მოდული:
*      გავეცნობით პროექტის ფასილიტაციისათვის საჭირო მასალებს, სტრატეგიებს;
*      შევქმნით დოკუმენტებს მენეჯმენტისათვის.
8 მოდული:
*      უკვე ჩვენი პორტფოლიო ეტაპობრივად შევსებულია.რადგანაც სასწავლო პროექტის დაგეგმვა ციკლური პროცესია,  სხვადასხვა მოდულზე მუშაობისას მას მრავალგზის გადავხედეთ, გავუზიარეთ კოლეგებს, მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი.
*      ამჯერად ერთხელ კიდევ გადავხედავთ ჩვენს ნამუშევარს, შევიტანთ საჭირო შესწორებებს , გავუზიარებთ ჯგუფის წევრებს და გავაკეთებთ რეფლექსიას.
გისურვებთ საინტერესო პროექტების მომზადებას. ნუ დატოვებთ ფურცელზე, განახორციელეთ იგი! ამით ფასი დაედება ჩვენს ცხრადღიან შრომას და სასწავლო პროცესიც მეტად სახალისო გახდება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მოსწავლეებისათვისაც!